Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)

მიმართულებები

ფირნიშები





მთავარი • ულტრაბგერითი გამოკვლევა
ულტრაბგერითი გამოკვლევა
ულტრაბგერითი გამოკვლევა ბეჭდვა E-mail

ენდოკრინოლოგიაში ულტრაბგერითი გამოკვლევის გამოყენებით დიაგნოსტირება იძლევა ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების სხვადასხვა პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას.
ღრუს შიდა ულტრაბგერითი გამოკვლევების გადამწოდთა დანერგვამ მნიშვნელოვნად აამაღლა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობანი პროსტატის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიებზე გამოვლენის საქმეში.

დოპლეროგრაფია
დოპლეროგრაფია შეუცვლელი გახდა შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკაში:
თავის ტკივილების დროს
თავბრუხვევის დროს
გონების დაკარგვის (გულის წასვლის) დროს
ქალასშიდა წნევის დარღვევების დროს
მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევის დროს
ემოციურ სფეროში არსე6ბული დარღვევების დროს და სხვ.


სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული გამოკვლევები
მისი დახმარებით შეიძლება სწრაფად, წინასწარი მომზადების გარეშე, რეალური დროის რეჟიმში განისაზღვროს:
სისხლის დინების სიჩქარე გამოსაკვლევ სისხლძარღვებში
სხვადასხვა სისხლძარღვების დაზიანების ადრეული სტედიაში.


ულტრაბგერითი გამოკვლევები (უგ)
შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევები;
შარდსასქემსო სისტემის (თირკმლების, თირკმელზედების, შარდის ბუშტის, შარდსადენების ულტრაბგერითი გამოკვლევები.
მცირე მენჯის (გინეკოლოგია) ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ორსულობის ვადების ულტრაბგერითი გამოკვლევა–დიაგნოსტიკა
ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა
პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა
სასქესო ასოს, სათესლის პარკის ულტრაბგერითი გამოკვლევა
სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
სისხლძარღვების დუპლექსური გამოკვლევა (ზედა და ქვედა კიდურების, თირკმლების, თავის მაგისტრალური არტერიების).
ფერადი დოპლეროგრაფია.             


ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის გამოყენება მედიცინაში

ულტრაბგერითმა გამოკვლევებმა ფოთო გამოყენება ჰპოვა სამედიცინო მეცნიერების ყველა სფეროში. შინაგანი დაავადებების, ქირურგიის პრაქტიკაში დიაგნოსტიკა დღეისათვის წარმოუდგენელია ულტრაბგერითი გამოკვლევების გამოყენების გარეშე.

  • თავის ტვინის არტერიის სტენოზები (შევიწროება), (ასევე, შესაძლებელია დადგინდეს მთი მნიშვნელობა)
  • ვენოზური სისხლძარღვების შევიწროვება, მათი ტონუსის აწევა ან დაწევა,
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
  • სისხლძარღვების კედლებისა და მათი ელასტიურობის ცვლილებები,
  • რომლებიც იცვლება ასაკის მატებასთან ერთოდ, ათეროსკლეროტიული დაზიანების შედეგად;
  • სისხლძარღოვანი ტონუსი (ჰიპოტონუსი, ჰიპერტონუსი), რომელიც ბევრად განსაზღვრავს პაციენტის გუნება–განწყობილებას.
  • თავის ტკივილის მიზეზს (ანგიოსპაზმი, თავის ქალის შიდა წნევის აწევა და ა.შ.)


ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ადეკვატური მკურნალობის შერჩევა. შესაძლებელია  როგორც ექსტრაკრანიალური (თავის  ქალის გარეთა), ასე ინტრაკრანიალური (თავის ქალის კოლოფის შიგნით განლაგებული) სისხლძარღვების გამოკვლევა.

თავის მაგისტრალური არტერიების დოპლეროგრაფია
თავის მაგისტრალური არტერიების დიპლეროგრაფია იძლევა საშუალბას იმ სისხლძარღვების  დანახვისა, რომლოებიც თავის ტვინს ამარაგებსა სიხლით: ჩანს მათი შესართავები, სვლა, შიგა გარსი, სისხლდენის წინააღმდეგობებს ხვეულების სახით; ასევე სისხლძარღვთა სტენოზირება ათეროსკლეროზული პროცესებით ან სხვა ფაქტორებით.

ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია – ეს თავის ტვინის სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევაა, რომელიც ექიმს აძლევს ნერვული სისტემის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის ზუსტად და სწრაფად დიაგნოსტირებისა და სამკურნალო  ტაქტიკის სწორად განსაზღვრის საშუალებას. შესაძლებელია განისაზღვროს თავის  ტვინში სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ინსულტისწინა ან პოსტინსულტური პერიოდების, თავის ტვინის სისხლძარღვების დისტონიის, თავბრუსხვევისა და შაკიკის, ვერტებრობაზილარული უკმარისობისა და სხვა მქონე პაციენტებისათვის.

ფუნქციონალური დიაგნოსტიკა

  • ელექტროკარდიოგრაფია, მათ შორის დატვირთულობის სინჯებით, დამატებითი გამოყვანებით
  • ექოკარდიოგრაფია (გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა), მათ შორიმ მედიკამენტოზური სინჯებით.
  • ველოერგომეტრია.
 


Copyright © 2010
Created by: www.avaliani.com