Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)

მიმართულებები

ფირნიშები





მთავარი • ოფთალმოლოგია »
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგია ბეჭდვა E-mail

ოფთალმოლოგია

კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია მიკროქირურგიული და ლაზერული ოპერაციებისათვის საჭირო უნიკალური მოწყრბილობით, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო თანამედროვე კომპიუტერული და ოპტიკურ–ელექტრონული საშუალებებით, თვალის დაავადებათა ფიზიოთერაპიისათვის განკუთვნილი და, თანგამედროვე ოფთალმოლოგიის მრავალი სხვა აღჭურვილობით.

კლინიკა ატარებს შემდეგიდაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას;

•    კატარაქტა
•    გლაუკომა
•    ბადურას დისტროფია, აშრევება და გახლეჩა, მაკულოდისტროფია
•    ჰემოფთალამი, მინისმებური სხეულის შემღვრევა
•    თვალის დაავადებები ბავშვებში
•    ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი (ბავშვებსა და მოზრდილებში)
•    სიელმე (ბავშვებსა და მოზრდილებში), ბინოკულარული სტერეომხედველობის დარღვევა,
•    აკომოდაციის სპაზმი, ამბლიოპია
•    დიაბეტური რეტონოპათია
•    კონიუნქტივიტი (ვირუსული, ალერგიული, დეგენერატიული)
•    კერატიტი
•    ბლეფარიტები (დემოდეკოზური, წყლულოვანი და სხვ.)
•    უვეიტები
•    ხალაზიონი
•    მხედველობის კომპიუტერული სინდრომი
•    ასევე, თვალის იმ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რომლებიც მიმდინარეობენ სხვა დაავადებათა ფონზე (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება და სხვ.)

კლინიკის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა ურთულესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ შესრულების საშუალებას.

ჩვენს კლინიკაში გამოყენებულია მცირეტრავმატული, უსისხლო და უნაკერო ქირურგიის მეთოდები, ლაზერული მკურნალობა, ფიზიოთერაპიის ყველა სახე, არის ბავშვთა ოფთალმოლოგიის განყოფილება.

წარმოებს სათვალეებისა და კონტაქტური ლინზების შერჩევა, სპეციალური ოპტიკის დამზადება

ავადმყოფთა მიღებას, გამოკვლევასა და მკურნალობას ატარებენ საუკეთესო ოფთალმოლოგები. მხედველობის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ ჩვენს კლინიკას.



მკურნალობა და დიაგნოსტიკა

კლინიკა ფლობს თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთ მეთოდებს, რომლებიც უნიკალურია ეფექტურობის თვალსაზრისით:
*  ახლომხედველობის, შორს მხედველობის, ასტიგმატიზმის, სიელმის მკურნალობა
*  კომპიუტერთან მუშაობისთვის განკუთვნილი სათვალეები
*  თვალის დაავადებები ბავშვებში
*  ბადურასა და მხედველობის ნერვის დაავადებათა მკურნალობა

◦   ასაკობრივი მაკულოდისტროფიის მკურნალობა პრეპარატით #ვიზუდინი#

•    კატარაქტის მკურნალობა
•    
ზოგიერთი ინტრაოკულარული ლინზები რომლებიც გამოიყენება
კატარაქტის ოპერაციის დროს

◦ ინტრაოკულარული ლინზა  
◦ ინტრაოკულარული ლინზა  
•    დიაგნოსტიკა
•    კონსერვატიული თერაპია
•    საოპერაციოების ფოტოსურათები
•    კლინიკის სპეციალისტები

კატარაქტის მკურნალობა

კატარაქტა – თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დანისვლა (გაბუნდოვანება). მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა და სიბრმავე დღეისათვის კატარაქტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები არ არსებობს. კატარაქტის მოცილების ერთ–ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლით შეცვლაში.

თანაედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ კატარაქტის მკურნალობის ძალზე მაღალ ეფექტურობას: მხედველობის თითქმის მთლიანად აღდგენით. გარდა ამისა, უკანასკნელი წარმოდგნები კატარაქტაზე უარყოფენ ადრე არსებულ მოსაზრებას, რომ ოპერაცია მიზანშეწონილია ჩატარდეს მხოლოდ კატარაქტის ე.წ. #მომწიფების# შემდეგ. ამჟამად დადგენილია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

ჩვენს კლინიკაში გამოყენებულია კატარაქტის უნაკერო ქირურგიის პროგრესული, უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც ხელოვნური ბროლის იმპლანტირება ხდება ზემცირე გაკვეთის მეშვეობით, კატარაქტის ექსტრაქცია ტარდება ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით, უთანამედროვესი ტექნიკის – ფირმა ALCON - ის (აშშ) ფაკოემულსიფიკაციის გამოყენებით.

ხელოვნური ბროლის სახით გამოიყენება აკრილის, ჰიდროგელის, სილიკონისგან დამზადებული, საუკეთესო მწარმოებლების მიერ გამოშვებული რბილი ინტრაოკუალური ლინზები: Acrysof («ALKON»),BAVSCH&LOMB,BENS-IOL (ATIKON) და სხვ.
ჩვენს კლინიკაში ტარდება უახლესი ფსევდოაკომოდაციური ლინზის ACRYSOF RESTOR  იმპლანტაცია. დღეის მდგომარეობით ეს ერთადერთი ინტრაოკულაციური ლინზაა, რომელიც თავისი უნიკალური თვისებების წყალობით უზრუნველყოფს კარგ ნებისმიერ მანძილზე, (სათვალე ოპერაციის შემდეგ საჭირო არ არის).

კატარაქტის ქირურგია – კლინიკის ძირითადი სპეციალიზაციაა, ოპერაციის შედეგად, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე წუთის განმავლობაში, მიიღწევა მაქსიმალურად დადებითი ეფექტი, ოპერაციის შემდეგ გართულებების პრაქტიკულად, მთლიანად აღმოფხვრით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლინიკა ფლობს კატარაქტის გლაუკომასთან ერთოდ მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს, ასვე, კატარაქტის სხვა დაავადებათა (ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიებეტი, სხვა დაავადებები) ფონზე.

გლაუკომის მკურნალობა
გლაუკომა – დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს თვალის შიგა წნევის  მუდმივი ან პერიოდული აწევა, რის შედეგადაც ხდება მხედველობის არის ტიპიური დეფექტების განვითარება, მხედველობის დაქვეითება და მხედველობის ნერვის ატროფია გლაუკომას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხედველობას, ამიტომ გლაუკომის მკურნალობის ეფექტურობა მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებულია მის დროულად დაწყებაზე.

კლინიკაში გლაუკომის მკურნალობისათვის ფართოდ გამოიყენება კონსერვატიული მეთოდები.

გლაუკომის დროს მხედველობის  სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისათვის კლინიკაში გამოიყენბა ფიზიოთერაპიული მთოდები: დაბალენერგეტიკული ლაზერული დასხივება, ელექტროსტიმულაცია, მაგნიტოთერაპია და სხვა. ჩვენების გათვალისწინებით ტარდება გლაუკომის ლაზერული მკურნალობა (ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა).

იმ შემთხჯვევაში, როცა გლაუკომა ემუქრება მხედველობის ნერვსა და ბადურაში დისტროფიული პროცესების განვითარებას, რაც იწვევს მხდველობის შეუქცევად დაკარგვას, გამოიყენება გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა.

კლინიკა წარმატებით იყენებს ლაზერულ კორექციასთან ერთად გლაუკომის არაშეღწევადი თერაპიის უახლეს მეთოდებს, რომლებმაც საუკეთესო რკომენდაციები მიიღეს და დანერგილია მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ ცენტრებში. ჩვენ ვიყენებთ უკიდურესად ფრთხილ მეთოდებს, რომლებიც პაციენტებისთვის ადვილად გადასატანია და იძლევიან ხარგრძლივ ეფექტს.

გლაუკომის ოპერაციის უსაფრთხოება მიიღწევა ისეთი თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, როგორიცაა: უახლესი საოპერაციო მიკროსკოპები, მიკროქირურგიული ინსტრუმენტები, ეფექტური პრეპარატები. ანესთეზიის თანამედროვე სახეობათა გამოყენება იძლევა ოპერაციების როგორც საერთო, ისე ადგილობრივი გაუტკივარების გზით ჩატარების საშუალებას.

დაავადების მიმდინარეობის იმ შემთხვევებში, როცა გამოკვეთილია დისტროფიული პროცესები, მხდველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად ტარდება სპეციალური კომპლექსური შემნარჩუნებელი თერაპია.

დაავადების განვითარების შესაძლებლობათა თავიდან აცილების მიზნით კლინიკა აწარმოებს დისპანსერულ ზედამხედველობას გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებზე.

ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია ყველანაირი სახის გლაუკომის მკურნალობაზე, მათ შორის კატარაქტასთან ერთად მიმდინარე გლაუკომაზე, ასევე, სხვა დაავადებათა ფონზე (ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.) მიმდინარე გლაუკომაზე.

გლაუკომის ოპერაცია
ძირითად მაჩვენებლებს ოპერაციის ჩატარებისთვის წარმოადგენს:

•    თვალის შიგა წნევის მდგრადი და მნიშვნელოვანი ამაღლება მიუხედავად ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისა.
•    მხედველობის არის პროგრესირებადი გაუარესება
კლინიკური მონაცემბის უარყოფითი დინამიკა (თვალის ფერადი გარსის, წინა კამერის კუთხის, მხედველობის ნერვის მდგომარეობა), ანუ გლაუკომატოზური პროცესის მიმდინარეობის არასტაბილური ხასიათი.
ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ძირითად ამოცანას წარმოადგნს აწეული თვალისშიგა წნევის დაწევა და ნორმალიზაცია, მხედველობის ნერვში სისხლის მიკროცირკულაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნა, მხედველობის ნერვის ბოჭკოების ჰიპოქსიის მოვლენებისა და შედეგების მოხსნა, კვების, სუნთქვისა და ქსოვილური ცვლის გაუმჯობესება მხედველობის ნერვში.

ამისათვის აუცილებელია, რომ გაიხსნას მხედველობის ნერვის კაპილარები, რომლებიც აწეული თვალის შიგა წნევის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ მოჭერილ მდგომარეობაში, გაუმჯობესდეს თვალის შიდა გარსების სისხლძარღვთა პერპუზია, შეიქმნას უთრო ხელსაყრელი პირობები მხდველობის ნერვში ნივთიერებათა ცვლისათვის. ეს მიიღწევა მხოლოდ თვალის ფარდობითი (პირობითი) ჰიპოტეზიის ხარჯზე, ამ დროს თვალის შიგა წნევა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს რისკის პროგნოზისათვის ახლო და შორეულ ოპერაციის– შემდგომ პერიოდში მხედველობის დაქვეითების ან მისი დაკარგვისათვის.

ანტიგლაუკომატოზური ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუ ოპერაციის შემდგომ შორეულ ვადებში (6 თვიდან 1 წლის შემდეგ) თვალის შიგა წნევის მიღწეული დონე მდგრადად დგას თვალის შიგა ნორმალური წნევის ქვედა ზღვარზე.

ღიაკუთხოვანი, შორსწასული ოპერირებული გლაუკომის დროს მხედველობის ფუნქციების, მათ შორის მხდველობის არის ხანგრძლივი სტაბილიზაცია შესაძლებელია მიღწეული იქნეს მხოლოდ თვალის ფართობითი ჰიპოტენზიის დროს. ამ დროს ჭეშმარიტი თვალის შიგა წნევის სიდჟიდე (Р0)  უნდა შეადგენდეს 7–12 მმ ვწყ სვ–ს, რაც, მაკლაკოვის მიხედვით, 10 გ–იანი ტვირთით შეადგენს 12–17 მმ. ვწყ სვ–ს.
უკანასკნელ წლებში გამოიყენება პირველადი გლაუკომის ლაზერული მეთოდები. ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს იყენებენ გონიო–პუნქტურასა და  ტრაბეკულოსპაზისს (ტრაბეკულის გაჭიმვა), ვეისის მეთოდით ტრაბეკულოპლასტიკას არგონული ან ლალის ლაზერების გამოყენებით.
ვ.ი. მოროზოვი, ა.ა. იაკოვლევი
იხ.                                                                                                                          აგრეთვე:
გლაუკომის                                                                                                      მიზეზება       
თვალისშიგა                                     წნევის                                                   გაზომვა  
გლაუკომის მწვავე  შეტევა

გლაუკომის მიზეზები
გლაუკომის განთივარბის ძირითადი მიზეზის – თვალის შიგნით წნევის ზრდისა და, საბოლოო ჯამში, მხედველობის ნერვის რღვევის გარდა, არსებობენ სხვა მიზეზებიც. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც თვალის შიგა წნევა ნორმალური აქვს, ერღვევა მხედველობის ნრვი ან ეკარგბა მხედველობა. ეს ის მდგომარეობაა, რომლებიც განეკუთვნება ნორმალურ ან დაბალწნევიან გლაუკომაპს. ზუსტად ასევე, ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აწეული აქვს თვალის შიგა წნევა, არასოდეს უვითარდება გლაუკომა და არ ეკარგება მხედველობა (ეს იშვიათი შემთხვევებია, პაციენტი იმყოფება ოფთალმოლოგების დაჟინებული დაკვირვების ქვეშ). უეჭველია, რომ თვალის შიგა წნევის გარდა, არსებობენ გლაუკომის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების კვლევა გრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგიდგინეს გლაუკომა და არ ღებულობთ სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას, თქვენი მხედველობა თანდათანობით გაუარესდება მანამ, სანამ არ განვითარდება სრული სიბრმავე, გლაუკომით გამოწვეული დარღვევები შეუქცევადია.

თვალის წნევის გაზომვა (ტონომეტრია)    
გლაუკომის შესაძლო ნიშნებისა და თვალის ნერვის დარღვევათა გამოსავლენად ექიმს შეუძლია გაზომოს თქვენი თვალის შიგა წნევა, ეს უმტკივნეულო ოპრაციაა, რომლის დროსაც თვალებში შეჰყავთ მაანესთეზირებელი წვეთები შემდეგ ექიმი რქოვანას ზედაპირზე ადებს სპეციალურ ინსტრუმენტს – ტონომეტრს, რომელიც აწვება რქოვანას, თითქოს ასწორებდეს მას. ასეთნაირად იზომება რქოვანას მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა. მეორე, მაგრამ რამდენადმე ნაკლებად ზუსტ პროცედურაში გამოიყენება ჰაერის ჭავლი: ექიმი  ზომავს ძალას, რომლითაც ნაკადი ასწორებს რქოვანას. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ემუქრება გლაუკომით დაავადება, მათ შორის 40 წელზე მეტი ასაკის პირებმა, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჰაერის ჭაპვლით ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ სასაზღვრო მაჩვენებლები, დაჟინებით უნდა მოითხოვოს განმეორებითი შემოწმება ტონომეტრის გამოყენებით.

გლაუკომის მწვავე შეტევა
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, თვალისშიგა წნევის მკვეთრი აწევა უკავშირდება თვალის ფერადი გარსის ფესვით თვალის წინა კამერის კუთხის ბლოკირებას. გლაუკომის შეტევის უშუალო მიზეზს ხშირად წარმოადგენს ემოციური აღზნება, გუგის გაფართოება (ხშირად, დიაგნოსტიკური მიზნებით), ასევე, მხედველობასთან დაკავშირებული სამუშაო ცუდი განათების პირობებში, ხანგრძლივი მუშაობა თავდახრილად, დიდი რაოდენობით სითხის ან აღმგზნები სამკურნალწამლო საშუალებების მიღება, გადაცივება, ზოგჯერ შეტევა იწყება რაიმე ხილული მიზეზხის გარეშეც.
გლაუკომის შეტევა თითქმის არასოდეს წარმოიქმნება ძილის დროს, უფრო ხშირად ვლინდება დღის მეორე ნახევარში, ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ იგი უკავშირდბოდეს ნერვულ–ფსიქიურ გადაღლას, ნერვული სისტემის აღზნებადობის ამაღლებას, ასევე, გუგის განათებულობის შემცირებას და გაფართოებას. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს თვალში, წარბზედა რკალში და თავის მთელ ნახევარში, მხედველობის დაბინდვას და ცისარტყელას ფერებიანი წრეების გაჩენას სინათლის წყოროსკენ გახედვისას, თვალის გასინჯვისას აღინიშნება სისხლძარღვების გაფართოება თვალის წინა ზედაპირზე, გუგის გაფართოება და მაღალი თვალისშიგა წნევა.
ტკივილები გამოკვეთილია, ირადიირებენ სამწვერა ნერვის გასწვრივ შუბლისა და ღაწვისკენ, წარმოიქმნება გულისრევა, ნელდება პულსი (მაჯისცემა), აღნიშნული ჩივილების წარმოქმნისას აუცილებელია გადაუდებლად მიმართოთ ოფთალმოლოგს ადეკვატური მკურნალობის დასანიშნავად.
თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობა
ანთებითი დაზიანებები  თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომლებიც იწვევენ დროებით შრომისუუნარობას, ზოგჯერ კი–მხედველობის დაკარგვასაც.
კლინიკის სპეციალიზებებიდან ერთ–ერთ უმთავრესს წარმოადგენს მხედველობის ორგანოს ანთებითი დაავადებების, თვალის ალერგიული დაავადებებისა და ქუთუთოების დერმატიტების მკურნალობა. კლინიკაში წარმატებით მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:
•    კონიუქტივიტები (ვირუსული, ალერგიული, დეგენერატიული).
•    კერატიტები
•    სკლერიტები
•    ბლეფარიტები (დემოდეკოზური, წყლულოვანი და სხვ.)
•    უვეიტები (ირიტები, ციკლიტები, ქორიოიდიტები)
თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობისათვის ხშირად აუცილებელია მხედველობის ისეთი დეფექტების კორექცია, როგორიცაა: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენს კლინიკაში ჩაგიტარდებათ ასეთი კორექცია.
დიაგნოსტიკა
არსებობს სერიოზული თვალის სნეულებანი, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მხედველობაზე ესენია: კატარაქტა, გლაუკომა, ბადურას აშრევება და რიგი ანთებითი და ინფექციური დაავადებებისა, ამ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის ან, ზოგჯერ, დაბრმავების თავიდან აცილების ძირითად საშუალებას.
კლინიკაში შეიძლება ზუსტი დიაგნოზის დასმისათვის საჭირო ყველანაირი გამოკვლევის ჩატარება.
მხედველობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა
•    მხედველობის სიმახვილის დადგენა (კომპიუტერული და სუბიექტური მეთოდებით)
•    თვალის კაკლის წინა მონაკვეთის გასინჯვა და მდგომარეობის განსაზღვრა
•    თვალისშიგა წნევის განსაზღვრა
•    თვალის ფსკერის გასინჯვა
•    კომპიუტერული კერატოტოპოგრაფია (რქოვანას გამოკვლევა ასტიგმატიზმისა და კერატოკონუსის ზუსტი დიაგნოსტიკისათვის)
•    ფლუორესცენციური ციფრული ანგიოგრაფია–თვალის ფსკერის კომპიუტერული დასურათება და ბადურას სისხლძარღვების გამოკვლევა ბადურას დაზიანების ზონების შერჩევითი მკურნალობისათვის (დიაბეტური რეტინოპათია, მაკულოდისტროფია და სხვ.)
•    ელექტროფიზიოლოგურ გამოკვლევათა კომპლექსი
•    ოპერაციისთვის მოსამზადებელი ყველანაირი ლაბორატორიული გამოკვლევები.
კლინიკის განკარგულებაშია კომპიუტერული პარიმეტრიის თვალის ულტრაბგერითი გამოკვლევის, თვალის ფსკერის ტოპოგრაფიის, ტონოგრაფიის, ფერადი მხედველობის განსაზღვრის, გონიოსკოპიის, სკიასკოპიის შესრულებისათვის აუცილებელი ყველა თანამედროვე საშუალება.
ასაკობრივი მაკულოდისტროფიის მკურნალობა
ასაკობრივი მაკულოდისტროფია, რომელიც 55 წელზე უფრო ასაკის ადამიანების სიბრმავის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, წარმოადგენს თვალის ბადურის დაავადებას, რომლის დროსაც ირღვევა ცენტრალური მხედველობა.
ამ დაავადების საწყის სტადიაზე პაციენტები მაშინათვე არ მიმართავენ ექიმს, რამდენადაც ბადურას ცენტრალური ზონის დისტროფიის სიმპტომები ნელა ვითარდება და ზოგჯერ შეიძლება კატარაქტის სიმპტომებადაც იყოს შენიღბული. მაკულოდისტროფიას საფუძვლად უდევს ცენტრალურ მხედველობაზე პასუხისმგებელი – ბადურის ცენტრალური ზონის სისხლძარღვების პათოლოგია და იშემია (კვების დარღვევა) , ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ცდილობს #შეებრძოლოს# დეფექტს და მოახდინოს სისხლძარღვთა უკმარისობის კომპენსირება ბადის სახით განლაგებული ახალი სისხლძარღვების–ნეოვასკულარული მემბრანის წარმოქმნით, რადგანაც ახლადწარმოქმნილი სისხლძარღვები ძალზე არასრულყოფილია, მყიფეა, რის გამოც ხშირად ხდება მათი გაწყვეტა და თვალში სისხლის ჩაქცევა. სისხლჩაქცევები შეიძლება გახდეს მხედველობის დარღვევის მიზეზი ან სულაც გამოიწვიოს სრული სიბრმავე.
დღეის  მდგომარეობით არსებობს ნეოვასკულარულ მემბრანასთან ბრძოლის ერთადერთი ფრთხილი ხერხი – მინისებურ სხეულში სხვადასხვა პრეპარატების შეყვანის მეთოდი (ავასტინი, მაგუკენი და სხვ.)
#არასწორი# სისხლძარღვები ცარიელდება და შეიწებება, სისხლჩაქცევები წყდება, მხედველობა შენარჩუნდება.
მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად.

კონსერვატიული თერაპია
ჩვენს კლინიკაში წარმატებით მუშაობს კონსერვატიული თერაპიის განყოფილება.
ჩვენი კლინიკის განკარგულებაშია უნიკალური აპარატურულ–პროგრამული კომპლექსი, რომელიც გამოყენებულია მხედველობის ორგანოს სნეულებათა თანამედროვე მეთოდებით დიაგნოსტიკისათვის, მათ შორის–ბადურასა და მხედველობის ნერვის ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრისათვის ასევე, სარეაბილიტაციო, ხელშემწყობი და აღსადგენი თერაპიის ჩატარებისათვის. სამკურნალო სეანსები შეიძლება ჩატარდეს ექიმი–სპეციალისტის მიერ ამბულატორიულად, საშინაო პირობებში ან სამუშაო ადგილზე.
სამკურნალო კომპლექსში შედის 8 დიაგნოსტიკური და 8 თერაპიული პროგრამა. მასტიმულირებელი ზემოქმედების ყველა პარამეტრის (ლაზერების გადართვა, სიხშირული მახასიათებლები, ელექტრული, მაგნიტური და სინათლის ნაკადების პარამეტრები, გამოსული სიმძლავრის სიდიდე და სხვ.) მართვას უზრუნველყოფს კომპლექსის შესაბამისი კომპიუტრული პროგრამა.
სამკურნალო პროგრამაში შედის:
1.    პასიური მეთოდები (მხოლოდ მონიტორის ეკრანის გამოყენება)
•    სინათლის – და ფერების თერაპია
•    სტიმულირება გაელვებული სახეების მეშვეობით (სტატისტიკური და დინამიკური paffezh - სტიმულაცია).   
2.  აქტიური ფიზიოთერაპიული მეთოდები  (სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება).
*    მაგნტიოსტიმულირება
•    ელექტროსტიმულირება
•    ლაზერული სტიმულირება
•    იმპულსური ქრომატული ფოტოსტიმულირება
•    ვარჯიშები აკომოდაციისათვის
•    სიელმის სპეციალური მკურნალობა
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 10 სეანსს, რომელიც თითოეულ პაციენტს ენიშნება ინდივიდუალურად, მხედველობის ორგანოს ფუნქციონალური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, კურსის თავისებურებას წარმოადგენს მხედველობის ორგანოზე ზემოქმედების მეცნიერულად დასაბუთებული, შემოწმებული და სანდო სხვადასხვა სახეობის ურთიერთშეხამებული და კომპლექსური გამოყენება.
სამკურნალო–დიაგნოსტიკური კომპლექსი იძლევა მხარდამჭერი და მასტიმულირებელი თერაპიის ჩატარების საშუალებას თვალის შემდეგი სნეულებების დროს:
•    ახლომხედველობა –ახლომხედველობის პროგრესირების სტაბილიზაცია, აკომოდაციის მარაგის გადიდება, მხედველობითი  დისკომფორტის მოხსნა, მხედველობის დაღლილობის მოხსნა
•    შორის მხედველობა (მათ შორის ასაკობრივიც)
•    ამბლიოპია
•    ბადურას დისტროფია (ასაკობრივი, თანდაყოლილი)
•        მხედველობის ნერვის ატროფია (მათ შორის, მხედველობის ნერვის გლაუკომატოზური ატროფია, მხედველობის ნერვის პოსტრავმატული ატროფია), მხედველობის ნერვის აღმავალი და დაღმავალი ნევრიტები (რემისის სტადიაში)
•     მხედველობითი აღქმის ადაპტაცია ქირურგიული ოპერაციების შემდგომ.
•    სიელმე
•    თვალის ანთებითი დაავადებები რემისიის სტადიაში (უვეიტები, ხალიაზიონი, ბლეფარიტები)
•    გაზრდილი მხედველობითი დატვირთულობის შდეგები, მათ შორის კომპიუტერული მხედველობითი დატვირთულობის შედეგები, მათ შორის კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი.
ჩვენი კლინიკა– ერთადერთი კლინიკაა, სადაც გამოიყენება მასტიმულირებელი მეთოდების ყველაზე თანამედროვე, უახლესი სახეობები; სხვადასხვა კონფიგურაციისა და სხვადასხვა პროფილის მქონე სიმძლავრის იმპულსების კონის მიწოდება მაგნიტური, ელექტრული და ფოტოსტიმულაციების გამოყენების დროს; წითელი, ინფრაწითელი და თეთრი ლაზერების სრულყოფილი გამოყენება. გამოყენებული თერაპიის დამახასიათებელი თავისებურებები, სახელდობრ–ზემოქმედების პარამეტრების ინდივიდუალურად შერჩევა, მეთოდების განსაზღვრული თანმიმდევრულობა და კომპლექსურობა ამაღლებს კურნალობის ეფექტურობას, იწვევს ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას, მიკროცირკულაციის, სისხლის მიმოქცევის პროცესების გაუმჯობესებას, ქსოვილებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ტროფიკის გაუმჯობესებას, ფიზიოლოგიური პროცესების უსწრაფესად აღდგენას, ამ დროს ხდება მხედველობითი აღქმის ნეირონული მექანიზმების გააქტიურება როგორც თვალის ბადურის დონეზე, ისე მხედველობის ცენტრების დონეზე.

ბადურასა და მხედველობის ნერვის დაავადებათა
მკურნალობა
თვალის ფსკერის პათოლოგიებს განეკუთვნება ბადურასა და მხედველობის ნერვის დაავადებანი. ბადურას დისტროფიული ცვლილებები, ბადურას შეშუპება, ბადურას გახეთქვა, ბადურას აშრევება, სისხლჩაქცევა ბადურაში–სერიოზული პათოლოგიებია, რომლებიც შეიძლება დასრულდეს სიბრმავით.
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ აგრეთვე მხედველობის ნერვის დაზიანებები და მაკულოდისტროფია. ეს სნეულებანი შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს, ტრავმის შედეგად, ახლომხედველობის მაღალი მაჩვენებლების დროს, ასევე, თვალის ზოგიერთი სხვა დაავადებებისას და, ხშირად საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას.
ჩვენი კლინიკის განკარგულებაშია ბადურას, მხედვლობის ნერვისა და მინისებური სხეულის პათოლოგიების ლაზერული და თერაპიული მკურნალობისათვის საჭირო ყველაზე სრულყოფილი საშეალებები.

ბადურას სნეულებათა ლაზერული მკურნალობა
ჩვენს განკარგულებაშია ბადურას დაავადებათა სამკურნალო ურთულესი ოპერაციების ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა.
გამოიყენება თანამედროვე, კარგი რეკომენდაციების მქონე მეთოდები:
•    დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალო სპეციალური მეთოდები
•    ბადურას პერიფერიული დისტროფიის ლაზერული ფოტოკოაგულაციის
მეთოდი
•    ბადურაში სისხლის ჩაქცევების ლაზერული მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში წარმატებით ტარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტენზიის, ძლიერი ახლომხედველობის ფონზე მიმდინარე ბადურას დაავადებათა მკურნალობა თანამედროვე სამკურნალო ღონისძიებათა დროულად გამოყენება იძლევა სიბრმავის თავიდან აცილების საშუალებას.

საბავშვო ოფთალმოლოგია
ბავშვის მხედველობას ყურადღება უნდა მიექცეს მის დაბადებისთანავე, ძალზე მნიშვნელოვანია, დროზე იქნეს შემჩნეული ავადმყოფობის პირველი გამოვლინებანი.
ჩვენს კლინიკას აქვს ყველა აუცილებელი აღჭურვილობა თქვენი ბავშვის თვალების მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატრებისათვის.
ჩვენს კლინიკაში ტარდება:
•    თვალის კაკლის წინა მონაკვეთის გამოკვლევა
•    თვალის დანამატების გამოკვლევა
•    საცრემლე გზების გამავლობის შეფასება
•    თვალის ფსკერის გასინჯვა (დათვალიერება)      
კლინიკა   ატარებს თვალის სნეულებათა მკურნალობას ბავშვებში 3 წლის ასაკიდან;            
•    ახლომხდველობა   
•    ცრუ ახლომხედველობა
•    შორსმხედველობა
•    ამბლიოპია (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება)
•    ასტიგმატიზმი
•    სიელმე (სხვადასხვა სახის) და ნისტაგმი
•    თანდაყოლილი კატარაქტა
•    გლაუკომა
•    ბადურას დისტროფია
•    საცრემლე გზების გაუვალობა
კლინიკას აქვს ფართე შესაძლებლობები ბავშვებში თვალის სნეულებათა კონსერვატიული მკურნალობისათვის   
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება სიელმის ქირურგიის უნაკერო ტექნოლოგია,  რაც სხვადასხვა სახის გართულებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. კლინიკის გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ აპარატული ვარჯიშების  ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ კურსს ბინოკულარული მხედველობის აღდგენის მიზნით.
მკურნალობისთვის გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობის ფიზიოთერაპიული, ოპტიკური, ფუნქციონალური, დიეტოთერაპიული მეთოდები. განსაკუთრებულ შემთხვევებში ტარდება ქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდებისა და სამედიცინო პროცედურების შერჩვა ყოველთვის ინდივიდუალურია.

დაკრიოლოგია
ქრონკული დაკრიოცისტიტი წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს თვალისთვის: პარკის ჩირქოვან გამონადენს შეუძლია ადვილად დააინფიციროს რქოვანა თუნდაც მისი ზედაპირული დაზიანებების დროს და გამოიწვიოს დაკრიოცისტიტისა და საცრემლე–ცხვირის სადინარის სტენოზის მიზეზი  შეიძლება იყოს ეგზოგენური და ენდოგენური წარმოშობის მრავალი ფაქტორი. ეგზოგენურ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მტვრის, გარემოს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების, ცრემლის პარკში პათოგენური მიკრობული ფლორის შეკავებისა და გამრავლების არასასურველ ზემოქმედებას, ტრავმებს და სხვ. ენდოგენურ ფაქტორებს შორის წამყვან როლს ასრულებენ ცხვირისა და ცხვირის უბეების სნეულებანი, სახის ქალის, ცხვირისა და ცრემლცხვირის არხის აღნაგობის თავისებურებანი (ქალებისთვის შედარებით ვიწრო), ორგანიზმის ენდოკრინული ძვრები, ასევე ცრემლსადენი გზების უშუალოდ მიმდებარე ქსოვილების ინფექციური დაზიანებანი.
დაავადების მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდსჩ წარმოადგენს ცრემლის პარკიდან მისი გამოდინების აღდგენს ქირურგული ხერხი – დაკრიოცისტორინოსტომია, კონიუქტივალური ღრუს ცხვირის ღრუსთან ხელოვნური მიერთება პირველად განახორციელა  პლატნერმა 1724 წელს, ცრემლდენის შესაჩერებლად მან ამოჭრა ცრემლის პარკი, გააკეთა ცრემლის ძვლის პერფორირება და ცხვირში შეიყვანა ოქროს  მილაკი. შემდგომში სკარპამ (1801) და დიუპიუიტრენმა (1822) წამოაყენეს საცრემლე–ცხვირის არხის ბუჟირების იდეა მისი გაფართოების მიზნით. მე–129 საუკუნის მეორე ნახევარში ბერლინმა წარმოადგინა ხოლო კუნტმა სრულჰყო საცრემლდე პარკის ამოშრობის ოპერაცია, როგორც დაკრიოცისტიტის აღმოფხვრის რადიკალური მეთოდისა, მაგრამ ამ რადიკალიზმით ავადმყოფები ხშირად მუდმივი ცრემლდენისთვის იყვნენ განწირული.
ბოლო 80 წლის განმავლობაში ხშირად გამოიყენება გარეგანი დაკრიოცისტორინოსტომია. ოპერაციის მსვლელობისას ხდება გარეთა კანის გაკვეთა, ძვლის სარკმლის ჩამოსაყალიბებლად კეთდება ძვლის საკმაო ნაწილის ტრეპანაცია, საჭირო ხდება ლორწოვანი გარსითა და  ნაკერებით მანიპულირება ჭრილობის #სიღრმეში#, ოპერაციას აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები: თვალის შიგა კუთხესთან გაკვეთის ადგილზე წარმოქმნილი ნაწიბური; საცრემლე პარკის გარეთა კედლისა დ ამ ზონის სხვა მნიშვნელოვანი ანატომიური ზონების ტრავმირება, ნაწიბურების (შეხორცებების) წარმოქმნა ცხვირის ღრუში და სხვ. ზემოთაღნიშნულით აიხსნება მზარდი ინტერესი ოტოლარინგოლოგიაში მკურნალობის ახალი, ენდონაზალური და ენდოსკოპიური მეთოდების გაჩენისადმი, რომლებიც იძლევიან რეტროგრადული მიდგომით დაკრიოცისტორინოსტომიის ადვილად შესრულებისა და ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილების საშუალებას.
ჩვენს კლინიკაში ენდონაზალური დაკრიოცისტორინოსტომია წარმატებით ტარდება უკვე რიგი წლების განმავლობაში. გამოიყენება ფირმა Sfozz-ის ენდოსკოპიური ტექნკა, რომელიც იძლევა საოპერაციო ველის სურათის მონიტორის ეკრანზე მიღების საშუალებას. ოპერაციის დროს შემცირების მიზნით გამოიყენება ქირურგიული ლაზერის გამოსხივება.

* საცრემლე (ცრემლსადენი) გზების ქირურგია:
საცრემლე არხების პლასტიკა საცრემლე წერტილების შევიწროების,ევერსიის ან ატრეზიის დროს, საცრემლე არხების ტრავმატული გაუვალობის დროს, დაკრიოცისტორინოსტომიის სხვადასხვა სახეები, მათ შორის ლაზერული ინტრაკანალიკულარული და ქირურგიული ენდონაზალური ენდოსკოპიური სილიკონური სტენდებით ინტებაციით, საცრემლე–ცხვირის სადინარის სტენოზების მკურნალობის ენდოსკოპიური ინტუბაციური მეთოდები. საცრემლე გზების ქირურგია ტარდება ენდოსკოპიური ლა ლაზერული აღჭურვილობის გამოყენებით. საცრემლე გზების გაუალობის მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობისათვის აუცილებელია ექიმი–ოტოლარინგოლოგის შესაბამისი დასკვნა, რომელიც გამორიცხავს დაავადების რინოგენურ მიზეზებს და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები.
* ორბიტის ქირურგია: ორბიტის მოტეხილობების შედეგად წარმოქმნილი თვალის კაკლებისა და ღაწვ–თვალის კომპლექსის პოსტტრავმატული დისლოკაციის კორექცია ორბიტის კედლების ტიტანის ბადით, დერმო–ცხიმოვანი იმპლანტანტებით, ნახშირბადოვანი თექით პლასტიკის გზით.
* ქუთუთოების ქირურგია: ქუთუთოების ჩაბრუნება და ამობრუნება, ლიპოდერმოიდები, ცხიმოვანი თიაქარი
* ქირურგია სიელმის დროს – თანამეგობრულის, პარალიზებულის, ტრავმატულის, ადრე ოპერირებულის.
* განვითარების თანდაყოლილი ანომალიებისა და შეძენილი კოსმეტიკური დეფექტების –ეპიკანტუსების, ბლეფაროპტოზის, დიოგოფთალმის ქირურგიული კორექცია, სიმბლეფარონების, თვალის ჭრილის დეფორმაციების აღმოფხვრა.
*  თვალის კაკლის ამოღება – ტკივილის სინდრომიანი მხედველობის ფუნქციის უქონელისა; სიმპატიკური ოფთალმიისთვის საფრთხისა ან გარეგნობის დამმახინჯებლისა. ტრადიციულ ენუკლეაციასთან ერთად, უმეტეს შემთხვაში, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტის მისაღებად კეთდება ევისცერო–ენუკლეაცია ორიგინალური ტექნოლოგიით, სხვადასხვა ტრანსპლანტანტების იმპლანტაციით, ევისცერო–ენუკლეაციის ჩატარებისთვის უკუჩვენებას წარმოადგენს სიმსივნური პროცესების არსებობა. ანოფთალმიური სინდრომის დროს ტარდება კონიუქტივალური ღრუს პლასტიკა ორბიტაში სხვადასხვა მასალისაგან (ცხიმოვანი და დერმალური იმპლანტანტები, კარბოტექსტიმი, ჰიდროქსიაპატიტი) დამზადებული სადებების იმპლანტირებით.
* პლასტიკური ოპერაციები შეუძლებელი პროტეზირების დროს: კონიუქტივის ღრუს ქირურგიული კორექცია, საყრდენ–მამოძრავებელი ტაკვის შექმნა, ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები კოსმეტიკური ეფექტის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ენუელეაციები, ევისცერაციები და ევისცეროენუკლეაციები ჰომო–და ალლოტრანსპლანტანტების იმპლანტირებით.

 


Copyright © 2010
Created by: www.avaliani.com