Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)

მიმართულებები

ფირნიშები





მთავარიოტორინოლარინგოლოგია » • ჰაიმორიტი
ჰაიმორიტი
ჰაიმორიტი ბეჭდვა E-mail

ჰაიმორიტი– ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი გაცივების გამო წარმოქმნილი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად, როგორიცაა გრიპი, სურდო, მწვავე რესპირატორული ინფექცია და ა.შ. ასევე, ჰაიმორიტით დაავადებისკენ მიდრეკილება აქვთ გაღუნული ცხვირის ტიხარის ან ცხვირის ღრუს აგებულების თანდაყოლილი ანომალიების მქონე ადამიანებს. ხშირად ჰაიმორიტი წარმოიქმნება კბილის ფესვის არადროული მკურნალობის გამო, ასევე, ჰაიმორის წიაღში ჩირქოვანი ინფექციის მოხვედრის შემდეგ სისხლის სადინარების გავლით.

ჰაიმორიტის სიმპტომები თავიდან ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების მსგავსია (მაღალი ტემპერატურა, ცხვირის  გაჭექვა, მადის დარღვევა, სისუსტე), მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენს სპეციფიკური ნიშნები, როგორიცაა ტკივილი თვალებისა და ცხვირის ირგვლივ, ცხვირიდან იწყება ჩირქის გამოყოფა, მიშვებულ სტადიაში ჰაიმორიტს შეუძლია გამოიწვიოს ძვლის ანთება ან გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში. ამასთანავე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა, უფრო სერიოზულ დაავადებებთან, დიაგნოზის ზუსტად დადგენისათვის აუცილებელია გამოკვლევის გავლა ექიმ–ოტოლარინგოლოგთან, აუცილებლობის შემთხვევაში კი საჭიროა ჩატარდეს ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფიული და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ჰაიმორიტის მკურნალობის ყველაზე რადიკალური ხერხია ჰაიმორიტის წიაღის გახვრეტა (პუნქცია), ამ დროს  წიაღიდან ამოქაჩავენ დაგროვილ ჩირქს, რის შემდეგაც ხდება მისი ამორეცხვა და მედიკამენტოზური პრეპარატებით დამუშავება. ოპერაციის გარეშე ჰაიმორიტის მკურნალობა შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაში, ამ დროს ტარდება ამორეცხვა და ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.

 


Copyright © 2010
Created by: www.avaliani.com